მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bostani-ი საქართველოში პირველი ბიოსერტიფიცირებული სასათბურე მეურნეობა გახდა

BM.GE
27.06.23 10:50
189
საქართველოში პირველი ბიოსერტიფიცირებული სასათბურე მეურნეობა ბოსტანი გახდა. წარმოების 3 წლის თავზე კომპანიას ბიოსერტიფიკატი ოფიციალურად მიენიჭა, რაც ნიშნავს, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქცია 100%-ით ნატურალური და უსაფრთხოა. რაც შეეხება მასერტიფიცირებელ ორგანოს, CAUCASCERT-ია, რომელიც საქართველოში ბიოსერტიფიცირების ერთადერთი ადგილობრივი კომპანიაა. ის აკრედიტებულია გერმანიის აკრედიტაციის ცენტრის (DakkS) მიერ და შესულია ევროკომისიის მესამე ქვეყნების ბიოსერტიფიცირების ეკვივალენტური კომპანიების სიაში. შპს „კავკასსერტი“ გასცემს ბიოსერტიფიკატს, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. რა გზა გაიარეს ბოსტნის დამფუძნებლებმა ბიოსერტფიკატის მინიჭებისთვის და რა პროგნოზებს აკეთებენ ახლა, როცა ერთადერთი ბიოსერტიფიცირებული სასათბურე მეურნეობაა საქართველოში. 

სტუმარი: ბექა ბარჯაძე - ბიო „ბოსტანის" დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები