მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბოსტანი" სუპერმარკეტებსა და რესტორნებში - გერმანული სტარტაპის ინოვაცია

5cffa332df508
მიხეილ ხაჩიძე
11.06.19 19:00
1491
გერმანული სტარტაპის ინოვაცია -  Infarm-ის  მოწყობილობა სუპერმარკეტებსა და რესტორნებში ბოსტნეულის მოყვანის საშუალებას იძლევა.

პროექტზე დაახლოებით, 3 წელი მუშაობდნენ. ალგორითმებით მოწყობილი აპარატის აღმოჩენა ინოვაციური მიგნებაა იმდენად, რამდენადაც მოწყობილობაში, რომელიც ღია შუშებიან მაცივარს ჰგავს, სხვადასხვა სახის მწვანილის, სალათის ფურცლების, ჭარხლის, სტაფილოს და სხვა მცენარეების მოყვანაა შესაძლებელი.


ამ დროისთვის, სტარტაპის მიერ შექმნილი 200-მდე მოწყობილობა, საფრანგეთის, გერმანიის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის სუპერმარკეტებში უკვე დაიდგა. მომხმარებელს ნედლი და ამავდროულად ჯანსაღი მწვანილის მოკრეფა ადგილზე შეუძლიათ.

კომპანია სამომავლოდ გაფართოებას აპირებს. სტარტაპის ავტორები აცხადებენ, რომ მათი მთავარი ამოცანაა, ხარისხიანი პროდუქციის შექმნა და ასევე, სწრაფი და კომფორტული კონცეფციის შემუშავება.


ახალგაზრდა კომპანიამ საერთაშორისო ინვესტორებისგან 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიზიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები