ბოსტნიდან პირდაპირ მაგიდაზე - სვანები სოფელ ლახუშდში ეკოტურიზმს ავითარებენ
სვანეთში, სოფელ ლახუშდში ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით ნიკოლოზიანების ოჯახმა ტურისტული კომპლექსი განავითარა.
ბოსტნიდან პირდაპირ მაგიდაზე - ესაა პრინიციპი, რაზეც Ecohouse Svaneti მუშაობს. პროდუქცია, რომელსაც სასტუმროს სტუმრებს Ecohouse Svaneti -ის მასპინძლები სთავაზობენ, სასტუმროსთან მდებარე ფართობებზე მოჰყავთ.
პროცესების გამართვაში ადგილობრივებს ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის პროექტი “#GRETA” დაეხმარა. დონორების მხარდაჭერით, ნიკოლოზიანების ოჯახმა დიდ ფართობებზე ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი დათესა.