რობოტები ყოველდიურობაში უფრო რეალური და პოპულარული ხდება. Boston Dynamics-მა რობოტი ძაღლების გაყიდვების დაწყების შესახებ გამოაცხადა. გაყიდვამდე დიდი ხნით ადრეც, Boston Dynamics-ის რობოტები ინტერნეტ ვარსკვალვები იყვნენ. Youtube-ის ვიდეოებს, სადაც რობოტები კარს აღებენ, ცეკვავენ და სხვა აქტივობებს აკეთებენ, მილიონობით ნახვა ჰქონდათ.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რობოტი ძაღლების გაყიდვები უკვე დაწყებულია, თუმცა მოწყობილობებს კონკრეტულ, მათ მიერ არჩეულ კომპანიებს მიჰყიდიან. კერძოდ, დაინტერესებულმა პირებმა მათი შეძენის შესახებ სურვილი კომპანიის ოფიციალურ ვებ - გვერდზე უნდა დააფიქსირონ, არჩევის შემთხვევაში, მათ დაუკავშირდებიან და ძაღლების მოხმარების დეტალურ მონაცემებსაც მიაწვდიან.
რობოტი ძაღლები საკმაოდ რთულ დავალებებს ასრულებენ - ისინი დარბიან, კიბეებზე სწრაფად ადიან; მათ წამში 1,6 მეტრის გარბენა შეუძლიათ და აღჭურვილნი არიან უმაღლესი HD კამერით. ამას გარდა, მოწყობილობები მინუს 20 გრადუსიდან 45 გრადუსამდე გარემოში გამართულად ფუნქციონირებენ.
Boston Dynamics-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რობოტები კომერციალიზებულია, რაც კომპანიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მომენტია.
Boston Dynamics-ს ამ ეტაპისთვის 20 რობოტი ძაღლი ჰყავს, თუმცა სამომავლოდ პროდუქციის 1000-მდე გაზრდას გეგმავს. მოწყობილობის კონკრეტული ღირებულება უცნობია, თუმცა როგორც დასავლური გამოცემები წერენ, მოწყობილობა ძვირადღირებული მანქანის ფასი ეღირება.