მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boston Dynamics-მა ახალი თაობის ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა

new atlas

ამერიკულმა Boston Dynamics-მა ახალი თაობის ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა, რომლის სახელწოდება, წინამორბედის მსგავსად, Atlas-ია.

სახელის გარდა, ამ რობოტებს შორის მსგავსება მინიმალურია, რადგან ახალი რობოტი სულად ელექტრონულია და მას აღარ სჭირდება ჰიდრავლიკური სისტემა, რომელსაც აწ უკვე პენსიაზე გასული რობოტი იყენებდა.

გარდა ამისა, ახალი თაობის რობოტი გაცილებით უფრო დახვეწილი დიზაინის მქონე და მოქნილია. თუკი წინამორბედი ადამიანის მსგავსად გადაადგილდებოდა და ლიმიტირებული შესაძლებლობები ჰქონდა, ახალ Atlas-ს ფაქტობრივად ყველა მოძრავი ელემენტი 180 გრადუსით უტრიალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თავის უკუღმა შემოტრიალება, კიდურების კუთხის შეცვლა, ადგილზე დაბზრიალდება და მიწიდან წამოდგომა მხოლოდ ფეხების გამოყენებით შეუძლია.

როგორც Boston Dynamics-ში განმარტავენ, Atlas-ის მოძრაობა აღარ ჰგავს ადამიანს, რადგან მეცნიერების მიზანი არ იყო ადამიანის მსგავსი რობოტის შექმნა, მათი ამოცანა იყო მაქსიმალურად ეფექტიანი ჰუმანოიდის წარმოება, რომელიც მის წინაშე არსებულ ყველა დაბრკოლებას მარტივად გადალახავდა, ამიტომაც მათ ახალ რობოტს მოქნილობის მაქსიმალური შესაძლებლობა მისცეს.

ფუნდამენტური ცვლილებების მიუხედავად, Boston Dynamics-ის მთავარი მიზანი უცვლელია - მათ ისეთი რობოტების შექმნა სურთ, რომელთაც ადამიანები სამაშველო ოპერაციებში და საშიში დავალებების შესასრულებლად გამოიყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები