მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე იაპონური ბაღი მოეწყობა

573b5d2450a28
დავით ჯალაღონია
17.05.16 22:02
8472
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე იაპონური ბაღი მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მერის განმარტებით, ბაღის პროექტი იაპონიის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით შემუშავდა.
 
"მათ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გადმოგვცეს და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, მის ერთ-ერთ ნაწილზე თანამედროვე იაპონური ბაღი კეთდება. ეს ბოტანიკურ ბაღზე ზრუნვის კიდევ ერთი მაგალითია", - განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ბოტანიკური ბაღის 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხზე გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები