BP-ის გენერალური დირექტორი ბობ დადლი მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელებული ტემპის პროგნოზების მიუხედავად, 2019 წელს ნავთობის ფასის ზრდასა და ნავთობზე სტაბილურ მოთხოვნას ვარაუდობს.
ამის შესახებ მან დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
BP-ის ხელმძღვანელის აზრით, მიმდინარე წელს ნავთობზე მისაღები ფასი იქნება 50-65 დოლარის ფარგლებში ბარელზე.
დადლის აზრით, ასეთი ფასები სრულიად დააკმაყოფილებს როგორც მიმწოდებელს, ასევე - მომხმარებელს.
BP-ის გენერალური დირექტორის პროგნოზით, ნავთობისა და გაზის ტრანსნაციონალური კომპანია 2019 წელს ელოდება ნავთობზე მოთხოვნილების ზრდას დაახლოებით 1,4 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში, რაც 110 ათასი ბარელით აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს.

























