BP–ის დირექტორი საქართველოში კრის შულტერი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებიც კომპანიამ საქართველოში მუშაობის ბოლო 22 წლის განმავლობაში დააფიქსირა.
"საქართველო ძალიან ლამაზი და ამავდროულად რელიეფური თვალსაზრისით, ისევე როგორც ნიადაგის ხარისხის კუთხით, საკმაოდ წინააღმდეგობრივი ქვეყანაა, ასე რომ არ ყოფილა მარტივი ამ ქვეყანაში მილსადენის გაყვანა. ეს რაც შეეხება მოკლედ ტექნიკურ დაბრკოლებებს, ახლა კი რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო ბიზნეს გარემოს და რეგულაციებს, რომლებიც საქართველოში პოზიციონირების განმავლობაში შეიძლება განვიხილოთ გამოწვევად ჩვენი კომპანიისთვის. მოგეხსენებათ, ის პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ საქართველოში გრძელვადიანია და რამდენიმე მილიარდის ინვესტიციებს მოიცავს, შესაბამისად ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს იმას, თუ რამდენად სტაბილურია ბიზნეს გარემო ქვეყანაში და რაც მთავარია რამდენად სტაბილურია ამა თუ იმ ხელისუფლების მხხარდაჭერა ჩვენი საქმიანობის მიმართ. ნებისმიერ ეტაპზე ჩვენთვის უპირატესი იყო ის, რომ გვქონოდა სტაბილურობის განცდა და გარკვეული გარანტიები და რომ ესა თუ ის მნიშნელოვანი წესები და კანონები არ შეიცვლებოდა ქვეყანაში",- აცხადებს კრის შულტერი.
მისივე თქმით, ბევრი ადამიანი, როგორც კავკასიის რეგიონიდან ისე სხვა არაერთი ქვეყნიდან, ერთხმად აღნიშნავს და ხედავს იმ პოზიტიურ ცვლილებებსა და პროგრესს, რომელიც საქართველომ განიცადა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში.
„ოპერირების დასაწყისში, 1999 წელს, რასაკვირველია არ იყო ადვილი საქართველოში საქმიანობა რიგი მიზეზების გამო, მაშინ ქვეყანაში არ იყო არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური სტაბილურობა. ჩვენ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი ითამაშა იმან, რომ თუნდაც ბაქო-სუფსის მილსადენის პროექტში არ მონაწილეობდა მხოლოდ საქართველო, ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში ჩართული იყო თურქეთიც აზერბაიჯანსა და საქართველოსთან ერთად, შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობდით რამდნეიმე ხელსუფლებასთან ერთად და ჩვენი გარანტიის საფუძველი ის საინვესტიციო შეთანხმებები იყო, რომელიც ზემოთაღნიშნულ ქვეყნებთან გვქონდა გაფორმებული“,- აცხადებს კრის შულტერი.