მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BP ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველად ზარალზეა

60194a774c534
ნათია თაქთაქიშვილი
02.02.21 22:10
817
ნავთობკომპანია BP-ი ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველად არის ზარალზე. კომპანიამ გასული წლის განმავლობაში 5.7 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. BP-ი ცუდ ფინანსურ შედეგებს კორონავირუსის პანდემიას და მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობაზე დაწესებულ აკრძალვებს უკავშირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ნავთობკომპანიამ 2020-ის ბოლო კვარტალში მოგების სახით მხოლოდ 115 მილიონი აშშ დოლარის მიღება შეძლო.

აღსანიშნვია, რომ საფონდო ბირჟებზე შემცირებულია BP-ის აქციების ღირებულება. ბოლო კვირის განმავლობაში აქციებზე ფასმა 3.5%-ით იკლო, შესაბამისად თითო აქციის ღირებულებამ 258.9 პენსი შეადგინა. BP-ის აქციების ფასი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, თითქმის 40%-ით არის შემცირებული.

„ჩვენი მოლოდინებით განახლებულ აკრძალვებს დიდი ნეგატიური გავლენა ექნება ნავთობის მოთხოვნაზე. იანვრის მონაცემებით, ნავთობის საცალო გაყიდვები 20%-ით არის დაკლებული 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით - 11%-ით“, - განაცხადა ბერნარდ ლუნიმ, BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ლუნის პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნა 2021 წელს სრულად ვერ აღდგება, მხოლოდ ნაწილობრივი აღდგენაა მოსალოდნელი მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები