მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BP-ის დირექტორმა 2019 წლის ნავთობის ფასი დაასახელა

5c487cfa2175f
ანნა ლაპიაშვილი
23.01.19 19:40
1281
BP-ის გენერალური დირექტორი ბობ დალი 2019 წლის განმავლობაში ეკონომიკის ზრდის შენელების მოლოდინის მიუხედავად, ნავთობზე მოთხოვნის მატებას ელის. საკუთარი მოსაზრება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასთან დაკავშირებით მან დავოსში მიმდინარე გლობალურ ეკონომიკურ ფორუმზე დააფიქსირა.

კომპანიის გათვლებით, ნავთობზე მოთხოვნა დღე ღამეში 1,4 მლნ ბარელი იქნება, რაც OPEC-ის პროგნოზთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის ვარაუდით, დღე ღამეში მოთხოვნა 2019 წელს 1,29 მილიონი ბარელი იქნება.
მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი კი დაახლოებით 3%- იანია. IMF-მა დავოსში მიმდინარე ფორუმის ოფიციალურ გახსნამდე მსოფლიოში მშპ-ს ზრდის პროგნოზი შეამცირა და 2019 წელს 3.5%ით განსაზღვრა, ხოლო 2020 წლის პროგნოზი 3.6% ია.

ბობ დალი მიმდინარე წლის საწყის პერიოდში 2018 წელს ნავთობზე დაფიქსირებული მსოფლიო ფასების კორექციას ელოდება.

“ვფიქრობ, მსოფლიოს ნავთობის ფასების ცვლილების მისაღები დიაპაზონი სჭირდება და თუ ფასი ერთ ბარელზე $50 დან $65 -მდე შუალედში იტრიალებს, ეს მისაღები იქნება როგორც მწარმოებელი, ისე შემსყიდველი ქვეყნებისათვის”-აღნიშნა BP -ის გენერალურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები