ნავთობის გიგანტი კომპანიის British Petroleum–ის მოგება 2018 წლის მესამე კვარტალში გაორმაგდა და მან $3.8 მილიარდ დოლარს მიაღწია, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, შემოსავლის ზრდას გაზრდილი ფასები და წარმოების გაფართოება იწვევს.
უკანასკნელი სამი თვის – ივლისი–სექტემბრის განმავლობაში, კომპანიის შემოსავალი $60.8 მილიარდიდან $80.8 მილიარდამდე გაიზარდა.
2018 წელს British Petroleum-მა მექსიკის, ავსტრალიის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ეგვიპტის ყურეებში ხუთი დიდი პროექტი განახორციელა, რამაც შემოსავლის ზრდა გამოიწვია. კომპანია წარმოების გაზრდას ელის, რასაც ანგლო – ავსტრალიური სამთო კომპანიისგან შეძენილი ნავთობისა და გაზის ტერიტორიის ხარჯზე გეგმავს.
ფინანსური ზრდის მიუხედავად, კომპანია დღემდე ცდილობს 2010 წელს მექსიკის ყურეში ნავთობის დაღვრის შედეგად მიღებული ზარალის ანაზღაურებას და წელს BP–მ $500 მილიონი დოლარი გადაიხადა ინციდენტის შედეგად გამოწვეული ზიანის დასაფარად.