ბრიტანული ენერგეტიკული გიგანტი BP საპოხი საშუალებების მწარმოებელი კომპანიის, Castrol-ის 65%-იან წილს ყიდის.
როგორც ცნობილია, ამ აქტივის სანაცვლოდ BP დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს მიიღებს და Castrol-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი Stonepeak Capital-ი გახდება.
გარიგების პირობების თანახმად, 2-წლიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, BP-ს შეეძლება დარჩენილი 35%-იანი წილიც გაყიდოს ან დაიტოვოს და Castrol-ის მინორიტარ აქციონერად დარჩეს.
კომპანიის გასხვისების მიზანი „ფულის გაცოცხლებაა“. მარტივად რომ ვთქვათ, BP-ს ფინანსური რესურსების მოზიდვა სურს, ამიტომ ის შვილობილ კომპანიებს და აქტივებს ყიდის.




























