მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BP-ს მოგება შემცირდა, ამიტომ კომპანიამ აქციების გამოსყიდვა შეაჩერა

ბრიტანეთი

ბრიტანულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა, BP-მ 2025 წლის მეოთხე კვარტლის და მთლიანი წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ინვესტორებისთვის მოულოდნელი რამ გაირკვა. საქმე ისაა, რომ კომპანიამ ოფიციალურად გამოაცხადა აქციების გამოსყიდვის პროგრამის შეჩერების შესახებ, რაც ბოლო წლების განმავლობაში აქციონერებისთვის სარგებლის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო.

პრობლემის სათავე ისაა, რომ კომპანიის კვარტალური მოგება მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა და 2.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ნავთობისა და გაზის გაიაფებითა და გადამუშავების მარჟების შემცირებითაა განპირობებული. ამ ფონზე, BP-მ სტრატეგიული ფოკუსი ხარჯების მაქსიმალურ დაზოგვაზე გადაიტანა.

აქციების გამოსყიდვის შეჩერება პირდაპირ კავშირშია კომპანიის ვალის მზარდ მაჩვენებელთან. ფინანსური ანგარიშის თანახმად, BP-ს ვალი 24.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ხელმძღვანელობას აიძულებს, პრიორიტეტი ბალანსის გაჯანსაღებასა და დივიდენდების სტაბილურობას მიანიჭოს და არც სწრაფ ზრდას.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიბექების პროგრამა შეჩერდა, კომპანიამ დივიდენდი 8 ცენტის დონეზე შეინარჩუნა, რაც ინვესტორების დამშვიდების მცდელობას წარმოადგენს, თუმცა უშედეგოდ, რადგან კომპანიის აქციების შეფასება 5%-ით დაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები