მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"BPO სექტორი წლიდან წლამდე ვითარდება" - მიხეილ ხიდურელი

მიხეილ ხიდურელი

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ BPO სექტორის ლიდერების სამიტს მასპინძლობს. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიების 20-მდე წარმომადგენელი ეწვია.

სამიტი სააგენტოს დირექტორმა - მიხეილ ხიდურელმა გახსნა და ღონისძიების სტუმრებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მან ისაუბრა ყველა იმ შესაძლებლობასა და უპირატესობაზე, რასაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.

მიხეილ ხიდურელის თქმით, მსოფლიოს წამყვანი BPO კომპანიების წარმომადგენლების სტუმრობა საქართველოში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის მზარდ როლს ამ ინდუსტრიაში.

"ქვეყანაში BPO სექტორი წლიდან წლამდე ვითარდება, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“. 10 წლის წინ ეს პროცესი მცირე მოცულობის პროექტებით დაიწყო, დღეს კი ჩვენი რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად, საქართველოში უკვე ოპერირებენ BPO ინდუსტრიის მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შემავალი კომპანიები, როგორიცაა TP და Concentrix. ასეთი დიდი კომპანიები საქართველოდან ემსახურებიან Fortune 500-ის წამყვან ბრენდებს, ათასობით ადამიანს ასაქმებენ და ქვეყანაში ნერგავენ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, საქართველო ჩამოყალიბდა ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ ჰაბად ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით. სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ კამპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე — როგორც პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, ასევე, მსოფლიოს წამყვან გამოფენებსა და კონფერენციებში მონაწილეობით",- თქვა მიხეილ ხიდურელმა.

ვიზიტის მონაწილეებმა თავად მოინახულეს რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია - მათ შორის „გირტეკა“ და „ლინეატი“ და გაეცნენ მათ საქართველოში საქმიანობის გამოცდილებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები