ცნობილმა გერმანულმა Brabus-მა, სრულიად ახალი, ექსკლუზიური მოდელი - Brabus Bodo წარადგინა, რომელიც კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პროექტია.
Aston Martin Vanquish-ის ბაზაზე აგებული ეს ულტრათანამედროვე სუპერქარი, რომელსაც შემქმნელები „Hyper-GT“-ს უწოდებენ, აღჭურვილია 5.2 ლიტრიანი ორმაგი ტურბოდაბერვის მქონე V12 ძრავით და ზუსტად 1 000 ცხენის ძალას ავითარებს.
ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 3.0 წამში კრეფს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ელექტრონულად 360 კმ/სთ-ზეა შეზღუდული.
Brabus Bodo გამოირჩევა ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული მსუბუქი და აგრესიული აეროდინამიკური ძარით, 22-დუიმიანი ექსკლუზიური დისკებითა და პრემიუმ კლასის მასალებით გაფორმებული ინტერიერით.
აღნიშნული მოდელი მკაცრად შეზღუდული ტირაჟით გამოვა - კომპანია კუპეს მხოლოდ 77 ეგზემპლარს ააწყობს და თითოეული მათგანის საწყისი ფასი 1 მილიონ ევროს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ კუპეს პარალელურად, Brabus-მა მოდელის ღია, კაბრიოლეტის ვერსიაც გამოუშვა.

























