ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი “ფეისბუქზე” წერს.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, საფრანგეთი დგას საქართველოს გვერდით.
“ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით”, - წერს ემანუელ მაკრონი.