ეკონომიკის სტაბილიზაციისა და სახელმწიფო ვალის ზრდის შესაკვეცად, ბრაზილიის დროებითი მთავრობა ბიუჯეტის ხარჯების 20 წლის ვადით "გაყინვას“ გეგმავს, რაც სახელმწიფო/ადმინისტრაციული ხარჯების მკვეთრ შემცირებას უკავშირდება.
"ქვეყნის კონსტიტუციაში აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილებების შეტანა სახელმწიფო ფინანსებთან დაკავშირებით გაურკვევლობას შეამცირებს, რომელიც მთავარი მიზეზია ბრაზილიის რეცესიისა", - ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
2015 წელს ბრაზილიის ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდა. საფინანსო ორგანიზაციების შეფასებით, წელსაც ანალოგიური ვარდნა დაფიქსირდება. 2014 წლის შუა პერიოდში ქვეყნის სახელმწიფო ვალი, რომელმაც მშპ-ის 52%-ზე მეტს შეადგენდა, მკვეთრად გაიზარდა და 2015 წლის აპრილში მშპ-ის 67.5% შეადგინა.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, თუკი მსოფლიოს ბაზრებს ქვეყნის ნდობა დაუბრუნდებათ, საპროცენტო განაკვეთების მაჩვენებელი მკვეთრად დაეცემა. ქვეყნის მთავარი ფინანსისტი იმედოვნებს, რომ მის მიერ შეთავაზებულ საბიუჯეტო გეგმას ბრაზილიის კონგრესი წლის ბოლომდე აუცილებლად დაამტკიცებს.
ბოლო მონაცემების მიხედვით, 2016 წლის აპრილში ბრაზილიის ბიუჯეტის დეფიციტი 9,73%-დან 10.08%-მდე გაიზარდა.

























