მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრაზილია შესაძლოა OPEC-ის წევრი გახდეს

5db9765d587c9
მიხეილ ხაჩიძე
30.10.19 16:17
1049
ბრაზილია შესაძლოა OPEC-ის წევრი გახდეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დასავლური მედია ავრცელებს. გავლენიანი გამოცემების ცნობით, ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი ბრაზილიის პრეზიდენტმა გამოთქვა.


ჟაირ ბოლსონარუმ განცხადება ამის შესახებ ერ-რიადში მიმდინარე  ფორუმზე (Future Investment Initiative) სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.


"მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ბრაზილია გახდება მსოფლიოში ხუთ ან ექვს უმსხვილეს მწარმოებელთაგან ერთ-ერთი. ეს ძალიან კარგია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ნავთობის ფასების სტაბილიზაციას. ზოგი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ ბრაზილიას "ოპეკში" გაწევრიანება შეუძლია... მე ნამდვილად მსურს, რომ ბრაზილია გახდეს OPEC-ის წევრი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი, გვაქვს ნავთობის დიდი რეზერვები, იმაზე მეტი, ვიდრე - ბევრ OPEC-ის ქვეყანაში", - თქვა ბრაზილიის პირველმა პირმა.



OPEC-ში გაწევრიანების შესახებ საკითხის განხილვას ბრაზილიის პრეზიდენტი ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან აპირებს, რის შემდეგაც, უკვე ქვეყანა გარკვეულ, კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები