მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრაზილია ტყის გლობალურ ფონდში $1 მილიარდს გადარიცხავს

ფონდი

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ტყის გლობალურ ფონში - Tropical Forests Forever Facility - $1 მილიარდის გადარიცხვის შესახებ განაცხადა. ფონდი დაფინანსების მრავალმხრივი მექანიზმია, რომელიც გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ტყეების კონსერვაციის მხარდაჭერისთვის შეიქმნა. შესაბამისად, ბრაზილია იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ტყის ფონდში ინვესტიციას ჩადებს. ეს შესაძლოა ბრაზილიის მთავრობის მთავარი კონტრიბუცია იყოს გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტზე, COP30-ზე, რომელსაც ქვეყანა ნოემბერში თავად უმასპინძლებს.

როგორც ანონიმური წყაროები Reuters-თან აცხადებენ, დე სილვას ეს განცხადება, რომელიც მან ნიუ-იორკში, გაეროს სამიტზე გააკეთა, მიზნად მდიდარი და განვითარებადი ეკონომიკებიდან მეტი ფინანსების მოზიდვას ისახავდა, რასაც შედეგიც მოჰყვა. შეხვედრაზე ფონდის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრეს არაბთა გაერთიანებული საამიროების, ნორვეგიის, ჩინეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და სინგაპურის წარმომადგენლებმა.

პოლიტიკოსები TFFF-ს 125 მილიარდ დოლარიან ფონდად წარმოიდგენენ, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის შენატანებს გააერთიანებს და ქვეყნებს ყოველწლიურ სტიპენდიებს იმის მიხედვით გადაუხდის, თუ რამდენი ტროპიკული ტყე აქვთ შემორჩენილი.

ამ ამბიციური მიზნის მისაღწევად, ბრაზილიას მთავრობებისა და მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ საწყისი 25 მილიარდ დოლარიანი კონტრიბუცია სჭირდება, რაც, წინასწარი შეფასებით, შემდგომში კერძო ინვესტორებისგან დამატებით 100 მილიარდი დოლარის მოზიდვას შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები