მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრაზილიაში მასობრივ ხანძარს ებრძვიან

sao paolo

ბრაზილიის უდიდეს ქალაქ სან-პაულუს ჩრდილოეთით, შაქრის ლერწმის პლანტაციაში ხანძარი გაჩნდა და ახლომდებარე ობიექტებს მოედო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკვამლიანება რამდენიმე ქალაქის მასშტაბით გავრცელდა, რის გამოც ქვეყნის ამ ნაწილში გაუქმდა ღია ცის ქვეშ ჩანიშნული ღონისძიებები. გაუქმდა ბრაზილიის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩიც.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ცეცხლი უკონტროლოა და მეხანძრეები მის ლიკვიდაციას ვერ ახერხებენ. მათი ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლებზეც გადავიდა და ფერმებში საქონელიც იმსხვერპლა.

დაბალი ხილვადობის გამო დაიკეტა რამდენიმე სახელმწიფო მაგისტრალიც.

საგანგაშო მდგომარეობა 36 ქალაქში გამოცხადდა, რადგან ცეცხლი ყველაზე მშრალ პერიოდში გაჩნდა, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ჯერ კიდევ ძალიან მაღალია.

Reuters-ის ინფორმაციით, ცეცხლთან ბრძოლას ორი მეხანძრის სიცოცხლეც შეეწირა. დაიწვა 200 ჰექტარი ლერწმის ბაღი. შაქრის უმსხვილესმა გადამმუშავებელმა ბრაზილიაში, Raizen-მა წარმოება დროებით შეაჩერა.

ბრაზილიაში ტყის ხანძრების სეზონი პიკს აგვისტოსა და სექტემბერში აღწევს. თუმცა წელს, ძლიერი სიცხისა და მშრალი ამინდის გამო ბრაზილია ამ პრობლემის წინაშე მაისიდან დადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები