მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრაზილიელი ინვესტორი: საქართველოს ტურისტულ პოტენციალს რეკლამა სჭირდება

5ad883d29c3bc
ლევან თაღიაშვილი
19.04.18 15:42
1068

საქართველო და ბრაზილია დიპლომატიური ურთიერთბების 25 წლისთავს აღნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც ბიზნეს ფორუმი გაიმართა, სადაც ქართულმა მხარემ უმასპინძლა ბრაზილიის ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს, ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა: მანქანა-დანადგარების ნაწილების წარმოება, ელექტრომოწყობილობები, მსუბუქი მრეწველობა, კვლევითი მომსახურებები, ახალი ტექნოლოგიები და სხვა.

ბრაზილიური ვაჭრობის ხელშემწყობი სააგენტოს, Apex Brazil-ის ხელმძღვანელმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოსა და ბრაზილიას აქვს დიდი ეკონომიკური პოტენციალი, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, რადგან ბრაზილია ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ბრაზილია მზად არის გუზიაროს საქართველოს ეს გამოცდილება.

"ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა იყოს მწარმოებელი ბუნებრივი საკვები პროდუქტების. გარდა ამისა, ჩვენ ვფლობთ კოსმეტიკურ საშუალებებსაც, რომელიც, როგორც ვიცი საკმაოდ სწრაფ ტემპში ვითარდება საქართველოში. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ფარგლებში დავეხმაროთ როგორც ბრაზილიურ, ისე ქართულ კომპანიებს ჰქონდეთ ერთმანეთთან თანამშრომლობა. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ აწარმოებთ ისეთ საკვებ პროდუქტებს, რომელიც შესაძლოა საინტერესო იყოს ბრაზილიისთვის, რადგან ჩვენ ღვინის ერთ-ერთ მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა ვართ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაწარმოებთ ღვინოს, მაგრამ ქვეყნის შიგნით მოთხოვნა 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე წარმოება. გარდა ამისა, უნდა ავღნიშნო ტურიზმის სფერო, რადგან ბრაზილიელებმა არ იციან, რომ არსებობს ასეთი შესანიშნავი ქვეყანა, რომელთანაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს და ყველასათვის ღიაა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება რეკლამა გავუწიოთ ქართულ ტურიზმს ბრაზილიაში. ბრაზილიელები ყველაზე ხშირად, სწორედ, ევროპულ ქვეყნებს სტუმრობენ და საქართველოც ევროპის ნაწილია. ამიტომ ვთვლი, რომ არსებობს უამრავი სფერო ბიზნესისთვის, რომელიც გასავითარებელი და აღმოსაჩენია.'' განაცხადა აუგირ ამერიკომ

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები