მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრაზილიის პროკურატურამ საქმე აღძრა საპენსიო ფონდების წინააღმდეგ, რომლებმაც ინვესტიცია ტრამპის სასტუმროში ჩადეს

5819b4b150bdb
BM.GE
02.11.16 13:38
1250
ბრაზილიის პროკურატრამ საქმე აღძრა იმ საპენსიო ფონდების წინააღმდეგ, რომლებმაც ინვესტიცია ტრამპის სასტუმროში ჩადეს. როიტერსის ინფორმაციით, რიო დე ჟანეიროში მდებარე ძვირადღირებულ სასტუმრო ტრამპის ფრენჩაიზის მფლობელია.

40 მილიონი დოლარის ინვესტიცია ორმა მცირე ფონდმა კომპანია LSH Barra Empreendimentos Imobiliários SA-ში ჩადო.

ბრაზილიის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გამოძიება საჭირო გახდა ჩადებული ინვესტიციის ზომის და ინვესტიციის მაღალრისკიანობის გამო.

პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, ასეთი მცირე საპენსიო ფონდების მიერ ამ ოდენობის ინვესტიციის განხორციელება დივერსიფიკაციისა და ლიკვიდობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

პროკურატურა შეეცდება დაადგინოს, ხომ არ განაპირობა საპენსიო ფონდების მიერ ინვესტიციების ტრამპის სასტუმროში ჩადება უკანონო მოსყიდვამ და ქრთამმა.

გამოძიება იმ დიდი საქმის ნაწილია, რომელიც ბრაზილისიის საპენსიო ფონდების წინააღმდეგ არის აღძრული, რომლებსაც ბრალი ქრთამის აღებაში ედებვათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები