მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრძოლა გელათის გადასარჩენად!

BM.GE
25.01.22 13:17
374
პროკურატურა არ იძიებს სამსახურებრივ გულგრილობას გელათის მონასტრის შემთხვევაში და ბრძოლა გელათის გადასარჩენად ისევ გრძელდება. ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და თვლის, რომ გამოძიება კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე არასრულყოფილად მიმდინარეობს. მე-12 საუკუნით დათარიღებული გელათის მონასტრის სარებილიტაციო სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კოორდინაციით, წლებია მიმდინარეობს. ხოლო რეაბილიტაციისას, სახურავის გამოცვლის დროს, ცენტრალურ ტაძარში წყალი რამდენჯერმე ჩავიდა - დაზიანდა ჭერი, კედლები და უნიკალური ფრესკების ნაწილი. ამ საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საიამ გენერალურ პროკურატურას 2020 წლის ოქტომბერში მიმართა, თუმცა დღეს 25 იანვარია და არაფერი იცვლება, მონასტერი ისევ მძიმე მდგომარეობაშია. რატომ ვკარგავთ გელათს?
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები