მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბრძოლა გრძელდება, შევხვდებით აქციებზე“ - ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია

ლაზარე

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ლაზარე გრიგორიადისი პრეზიდენტს შეწყალებისთვის მადლობას უხდის. როგორც მან ციხის და დატოვების შემდეგ განაცხადა, მოსამართლემ მასთან დაკავშირებით პოლიტიზებული გადაწყვეტილება მიიღო.

ლაზარე გრიგორიადისის განცხადებით, ციხის ადმინისტრაცია მას კარგად ექცეოდა, თუმცა საპატიმროებში რთული ვითარებაა და ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, ბრძოლა გრძელდება. შევხვდებით აქციებზე. დღესაც მივალ. მოსამართლის გადაწყვეტილება იყო პოლიტიზებული. „რუსული კანონი“ ჩვენს დემოკრატიას უთხრის ძირს და არ შეიძლება მსგავსმა კანონმა ევროკავშირის გზაზე მიგვიყვანოს“, - განაცხადა მან.

ლაზარე გრიგორიადისი ამბობს, რომ პოლიციელები, რომლებიც მის საქმეზე მოწმეებად მიიყვანეს, უბრალოდ იყვნენ არჩეული და ის ნანახი არ ჰყავდათ.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა ლაზარე გრიგორიადისი სამართლებრივი დავის გაგრძელებას, ის პასუხობს, რომ ამ საკითხზე ადვოკატებთან გაივლის კონსულტაციას და შემდეგ გადაწყვეტს.

შეგახსენებთ: 22 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით აქციაზე დააკავა. მას რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. ბრალი 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 2023 წლის 18 მაისს დაიწყო. დაცვის მხარე პროცესის განგებ გაჭიანურებაზე მიუთითებდა. პროცესის განმავლობაში სხდომა არაერთხელ გადაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები