მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრძოლა „მაინერებთან“ - ამოღებული აპარატები და სპეციალისტების პოზიცია

მთავრობა მესტიის მუნიციპალიტეტში ე.წ. მაინერების ამოღების გაგრძელებას აანონსებს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მესტიაში კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, რათა ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება ჩარჩოში მოექცეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყებამ მუნიციპალიტეტში 148 ერთეული ე.წ. მაინერი ამოიღო და გამოძიება დაიწყო. თუმცა, კრიპტო ბიზნესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ელექტროენერგიის უკონტროლო ხარჯვის პრობლემა არა მაინინგში, არამედ მოძველებულ ინფრასტრუქტურასა და ინდუსტრიულ წარმოებებშია. რას ამბობს კრიპტობიზნესი და არის თუ არა ე.წ. კრიპტო მაინინგი ეკონომიკურად მიმზიდველი ფასიანი ელექტროენერგიის პირობებშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები