მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრენდი „კაშკაში“ ფრანგული სპა ბრენდის Phytomer ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა საქართველოში

კაშკაში

აბაზანის, სხეულის და თმის მოვლის პროდუქტების ბრენდი „კაშკაში“ ფრანგული სპა ბრენდის Phytomer ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა, - ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა ქეთო გიორგობიანმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, Phytomer-ს 50-წლიანი ისტორია აქვს, 80 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ხოლო საქართველო მისთვის 81-ე ბაზარი ხდება. ბრენდი გამოირჩევა არა მხოლოდ კოსმეტიკური პროდუქტებით, არამედ ინგრედიენტების წარმოებით და ფლობს 75-მდე პატენტს.

„Phytomer-ის განსაკუთრებული თავისებურება არის არა მხოლოდ სენსორული გამოცდილება, არამედ კლინიკური შედეგები კანზე. პროდუქცია განკუთვნილია როგორც სპა პროცედურებისთვის, ისე ყოველდღიური მოვლისთვის სახლში“, – ამბობს გიორგობიანი.

ბრენდი საქართველოში წარმოდგენილია რამდენიმე პარტნიორ ობიექტში, მათ შორის Swissôtel თბილისში, სადაც ხელმისაწვდომია სრული ასორტიმენტი. "კაშკაშის" წარმომადგენლის ინფორმაციით, Phytomer-მა აქცენტი B2B სეგმენტზე გააკეთა, განსაკუთრებით ტურიზმსა და სპა ცენტრებზე, თუმცა გარკვეული ექსკლუზივები B2C-ზეც ვრცელდება.

„სპა პროცედურების გაკეთება შესაძლებელია ადგილზე, ასევე მათი გაგრძელება ყოველდღიურ მოვლაში სახლის პირობებშიც. ჩვენი პარტნიორები ფლობენ ექსკლუზივს რითეილზე B2C სეგმენტში - პროდუქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მათ წერტილებში და ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე, რაც დამატებითი ბენეფიტია მათთვის“, – აღნიშნავს გიორგობიანი.

რაც შეეხება უშუალოდ "კაშკაშს" მისი თქმით, ბრენდის წარმატება დიდად არის დაკავშირებული ტურიზმთან. გიორგობიანის შეფასებით, მიუხედავად მსოფლიო რყევებისა და დაბალი სეზონის გავლენისა, წლევანდელი პირველი კვარტალი პოზიტიური შედეგებით გამოირჩეოდა. ზაფხულის პერიოდში კი მოსალოდნელია შემოსავლების ზრდა მაღალი ტურისტული აქტივობის ფონზე.

„სეზონი ახლა დაბალია, ამიტომ მენტალურად მზად ვიყავით, რომ შემოსავლები მაღალი არ იქნებოდა. გაზაფხულის დადგომასთან და ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად გამოჩნდება რეალური შედეგები, თუმცა იმედი მაქვს, მანამდე ყველაფერი სტაბილურდება და დამატებით განხილვებს აღარ საჭიროებს“, – აღნიშნა გიორგობიანმა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, გიორგობიანი აცხადებს, რომ ბრენდი აგრძელებს გაფართოებას რეგიონში და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, მიზნად ისახავს უნიკალური სპა პროცედურების დანერგვას, რაც ქართულ ბაზარზე ექსკლუზიურ და პრემიუმ გამოცდილებას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები