წარმოიდგინეთ ქვეყანა, როგორც ბრენდი - როგორც ერთი დიდი სახელწოდება, რომელსაც თან ახლავს გარკვეული სახის მოლოდინები, ასოციაციები და ემოციები. შვეიცარიის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს უსაფრთხოება და სიზუსტე. იაპონიასთან ადამიანების დიდ ნაწილს შესაძლოა გაახსენდეთ ინოვაცია და დისციპლინა. მაგ. ესტონეთი წლების განმავლობაში ქმნიდა ციფრული იმიჯის სახელმწიფოს და ამის შედეგია ის, რომ საერთაშორისო კომპანიები სწორედ ამ ქვეყანაში ტესტავენ ახალ ტექნოლოგიებს.
იმისთვის რომ ასე თუ ის ქვეყანა მომხიბვლელი იყოს ინვესტორებისთვის მას სჭირდება ნდობა რასაც თავის მხრივ გამჭვირვალე სისტემები, პროგნოზირებადი პოლიტიკა და პოზიტიური საერთაშორისო იმიჯი განაპირობებს. დამაჯერებელი ბრენდი ცვლის თამაშის წესებს: იზრდება დაინტერესება უცხოური კაპიტალის მხრიდან, ჩნდება სტარტაპებისა და ინოვაციების დაფინანსების წყაროები და ფართოვდება ბაზარი სხვადასხვა საინტერესო მიმართულებებით.
სტუმარი: ლევან კობერიძე - BRANDING.GE-ს დამფუძნებელი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად


































