ბრენდის ხმაში დღეს 8 წლიანი ისტორიის, ანუ საკმაოდ ახალგაზრდა კომპანიაზე მოგიყვებით, რომელმაც ბრენდად და წარმატებულ ბიზნესად ქცევა ამ მცირე დროში მოახერხა, საიდანაც 2 წელი პანდემიის ბრალეულობით სრულად გაჩერებული იყო. "ოკტოპუს ფიტნეს ცენტრი" ასოცირდება ხარისხთან, მაღალი დონის მომსახურებასთან და სერვისთან და როგორც მისი მმართველი პარტნიორი, გიორგი ასათიანი ამბობს, მთავარი რასაც ადამიანებს აძლევენ ბედნიერებაა.
გიორგი ასათიანი - ოკტოპუს ფიტნეს კლუბის მმართველი პარტნიორი;