"საქართველოში ლუდის ბაზარი აღარ არის ისეთი, როგორიც ოდესღაც იყო. ეს აღარ არის მხოლოდ მსხვილი კორპორაციების თამაში; ეს არის გემოს რევოლუცია, სადაც მცირე, მაგრამ ამბიციური მოთამაშეებიც ჩნდებიან. დღევანდელი რუბრიკა „ბრენდის ხმა“ სწორედ ამ ამბიციას ეხება. რა ფილოსოფია დგას სახელის, "Bayo"-ს უკან. როგორ ახერხებენ ხარისხის სტაბილურობის შენარჩუნებას წარმოების ზრდის ფონზე. და რაც მთავარია – როგორია ქართული კრაფტ ლუდის განვითარების ასევე ექსპორტის სტრატეგია ევროპაში?!
გიორგი მარუაშვილი - Bayo Brewery, თანადამფუძნებელი

































