ბაზარი საუკუნეზე მეტი ისტორიით. ადგილმა, რომელიც მე-19 საუკუნიდან მოყოლებული თბილისის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო ჰაბი იყო, ზუსტად 4 წლის წინ ახალი ფუნქცია შეიძინა და ბაზარი ორბელიანზე ქართველი და უცხოელი სტუმრების საყვარელი ლოკაციაც გახდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა კი, ამ სივრცემ დამწყები ბიზნესებისთვის შექმნა, განსაკუთრებით გასტრონომიული მიმართულებით.
რუსუდან ჩხიკვიშვილი - " ბაზარი ორბელიანზე" აღმასრულებელი დირექტორი;