თანამედროვე სამყარო სისწრაფემ დაიპყრო… თუმცა იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, თუ რა ძალა ამოძრავებს ამ სისწრაფეს. როდესაც კურიერი თქვენს კართან ზარს რეკავს, ეს მხოლოდ ერთი ამანათის გზის დასასრული არ არის — ეს არის ზუსტად გათვლილი მათემატიკური ჯაჭვის, უახლესი ტექნოლოგიებისა და, რაც მთავარია, ადამიანური ისტორიების კულმინაცია. ბრენდის ხმის სტუმარია კომპანია Onway, ბრენდი, რომლის სლოგანიც გვახსენებს, რომ „ყველა ამანათის უკან ისტორია დგას“. მისი დამფუძნებელი, თამუნა გოგოლაშვილი გვეტყვის, როგორ შეიძლება დილის 8 საათზე დახარისხების ცენტრში 15-წუთიანმა დაგვიანებამ „პეპლის ეფექტივით“ შეცვალოს დღის ბოლოს ბათუმში ჩასაბარებელი გზავნილის ბედი? რას ნიშნავს პრაქტიკაში „ციფრული საკურიერო სერვისი“ და როგორ ახერხებს გუნდი, რომ ყოველთვიური 100 000 ამანათი მშრალ სტატისტიკად არ იქცეს?
თამუნა გოგოლაშვილი - ONWAY, დამფუძნებელი


































