„რეზინობანა“, „წრეში ბურთი“ და ეზოში გატარებული დაუსრულებელი საათები. მაშინ, როცა მსოფლიო ციფრულ ქაოსში გადაეშვა, რამდენიმე ადამიანმა გაბედა და ფსონი ჩვენი ბავშვობის ყველაზე ნამდვილ ემოციებზე დადო. დღეს „თამაშობანას“ სამყაროში გეპატიჟებით — ბრენდის, რომელმაც პლასტმასის სათამაშოების ეპოქაში თეატრი, ხელოვნება და ბიზნესი ერთმანეთს დაუკავშირა. როგორ იქცა პატარა მაღაზია დიდ სახელოსნოდ და მრავალპროფილურ ბიზნესად, სად გადის ზღვარი ცივ გათვლებსა და სცენაზე გაცოცხლებულ პერსონაჟებს შორის?

































