მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრექსიტი: ელისაბედ მეორემ ჯონსონის გეგმას მხარი დაუჭირა - პარლამენტი დროებით დათხოვნილია

5d6692e76d414
მიხეილ ხაჩიძე
28.08.19 18:35
916
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოთხოვნა, პარლამენტისთვის დროებით საქმიანობის შეჩერების შესახებ უკვე დააკმაყოფილა. ინფორმაციას ბრიტანული მედია სამეფო-საიდუმლო საბჭოზე (Privy Council) დაყრდნობით ავრცელებს.

გადაწყვეტილების მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი დროებით მუშაობას 12 სექტემბერს შეაჩერებს, 14 ოქტომბერს კი ისევ განაახლებს.

ამ ნაბიჯით გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურს 31 ოქტომბერს დაგეგმილ ბრექსიტთან დაკავშირებით, პარლამენტარების ბლოკადის შეჩერება სურს.

კერძოდ, როგორც BBC იუწყება, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე დაბრუნებულ პარლამენტარები ვერ მოასწრებენ კანონის მიღებას, რომელიც მთავრობას 31 ოქტომბერს ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებაში ხელს შეუშლის. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები