მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Brexit-მა ბრიტანეთს მძიმე ეკონომიკური შედეგები მოუტანა" - სტარმერი

სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გამოცალკევებამ ქვეყანას მძიმე ეკონომიკური დარტყმა მიაყენა.

როგორც სტარმერმა განმარტა, საერთო ეკონომიკური ზონის დატოვებამ ხელი შეუშალა ექსპორტის ზრდას და გააღრმავა სავაჭრო კონფლიქტები. დიდი ბრიტანეთის ლიდერი აღნიშნავს, რომ არსებული ვითარება ვეღარ შეიცვლება. სამაგიეროდ, არსებობს ახალი ეკონომიკური მიდგომის მოფიქრების შესაძლებლობა და საჭიროება, რაც სავაჭრო შეზღუდვებს შეამცირებს და ევროკავშირთან ეკონომიკურ თანამშრომლობას აღადგენს.

ამ კუთხით, გაერთიანებული სამეფოს პირველმა მინისტრმა “პრაგმატული გადატვირთვის” ინიციატივა წარადგინა. გეგმა, რომელიც ევროპულ გაერთიანებასთან ეტაპობრივ, ფრთხილ და თანასწორობაზე დაფუძნებულ სავაჭრო მოლაპარაკებებს გულისხმობს. სტარმერი აღნიშნავს, რომ ეს პროცესი საკმაოდ გრძელვადიანი იქნება, თუმცა აანონსებს, რომ მისი დასრულების შემდეგ ქვეყანა მეტი ინვესტიციის მოზიდვასა და ეკონომიკის აღდგენას ისე შეძლებს, რომ ამას გავლენა ეროვნულ სუვერენიტეტზე არ ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები