მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრინჯის იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს?

ბრინჯი

მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში საქართველოში ბრინჯის იმპორტი დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. ქვეყანაში 2024 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში 7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 8343 ტონა ბრინჯი შემოვიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ 5,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 7516 ტონა ბრინჯი იყიდა.

საქსტატის მონაცემების თანახმად, მთავარი იმპორტიორი ქვეყნები ინდოეთი (3 105 ტონა) და პაკისტანია (3 035 ტონა), მათ მოჰყვებათ ვიეტნამი (961 ტონა), თურქეთი (508 ტონა) და ტაილანდი (284 ტონა). უფრო მცირე რაოდენობებით წელს ბრინჯი შემოვიტანეთ ტაივანიდან, იტალიიდან, არგენტინიდან, აშშ-დან და ჩინეთიდანაც.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან ბრინჯის ექსპორტი ფაქტობრივად არ ხდება. მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ქვეყნიდან მხოლოდ 6 ტონა ბრინჯის ექსპორტია აღრიცხული, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტი 10 ტონამდე იყო.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტი 2023 წლამდე იანვარ-აგვისტოს პერიოდში გაცილებით მეტი იყო. ასე მაგალითად: 2022 წელს - 116 ტონა, 2021 წელს - 190 ტონა, 2020 წელს - 205 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები