მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანელ მათემატიკოს ალან ტიურინგს £50 ფუნტიან ბანკნოტზე გამოსახავენ

5d2c6a85b5633
შოთა ტყეშელაშვილი
15.07.19 16:19
1663
დღეს დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა (Bank of England) განახლებული 50-ფუნტიანი ბანკნოტი წარადგინა. 

მასზე ბრიტანელი მათემატიკოსი ალან ტიურინგი იქნება გამოსახული. 

ტიურინგი თანამედროვე მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული ენიგმას კოდი გაშიფრა, ეს მიღწევა მოკავშირეებს ომის დასრულებაში დაეხმარა. 

ამ პერიოდის ბრიტანეთში ჰომოსექსუალობა დასჯად დანაშაულს წარმოადგენდა. ტიურინგს ომის დასრულების შემდეგ ბრალი დასდეს "უზნეო ქცევაში," რისთვისაც ციხე ემუქრებოდა. მან ციხის ალტერნატივად ე.წ. ქიმიური კასტრაცია აირჩია, რის შემდეგაც, ორი წლის თავზე, 1954 წელს თავი მოიკლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები