გიბრალტარის სრუტეში ბრიტანელმა საზღვაო ქვეითებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი, 330-მეტრიანი სუპერტანკერი დააკავეს. გიბრალტარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, ოპერაცია საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.
ხომალდი, სახელწოდებით "Grace 1" ევროკავშირის სანქციების დარღვევით, სირიის მიმართულებით ნავთობის გადატანაშია ბრალდებული.
ბრიტანული მედია წერს, რომ ნავთობი სირიის დიქტატორისთვის ბაშარ ალ ასადისთვის გადაჰქონდათ, რომელიც მას საომარი ტექნიკისთვის იყენებს. საიდან მოჰქონდა ხომალდს ნავთობი, ჯერჯერობით უცნობია. ფაქტს გიბრალტარისა და ბრიტანეთის საგამოძიებო სამსახურები იძიებენ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა სანქციები სირიის წინააღმდეგ 2011 წლიდან დააწესა.

























