ბრიტანეთი ევროკავშირს დღეს, თბილისის დროით 03:00 საათზე დატოვებს. ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი გემგავს, რომ "ახალი ეპოქის“ დაწყებასთან დაკავშირებით, ინგლისის მოსახლეობას სიტყვით მიმართოს.
დღეიდან Brexit-თან დაკავშირებით, 3 მილიონამდე საიუბილეო მონეტა ჩაეშვება მიმოქცევაში.
გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 47 წლის წინ შუერთდა. ის არის პირველი ქვეყანა, რომელიც ბლოკს დატოვებს. ბრიტანეთის დროშა ჩამოშორდება ევროკავშირის ინსტიტუციებს როგორც ბრიუსელში, ასევე - სტრასბურგში.
დღეიდან, 11 თვის მანძილზე ბრიტანეთი ევროკავშირთან გარდამავალ პერიოდში ითანამშრომლებს, რომლის დროსაც ქვეყანამ 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება უნდა მოახერხოს.