მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის ბაზრის ათვისება და გლობალური გაფართოება - როგორია „ბლუტაბლას“ განვითარების გეგმები?

ბლუტაბლა

ქართული კომპანია „ბლუტაბლა“ განვითარების სტრატეგიულად მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის. წარმატებით დასრულებული ტექნიკურ-საოპერაციო მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, კომპანიამ გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ ლონდონში, სადისტრიბუციო სასაწყობო ცენტრი გახსნა. აღნიშნულს „ბლუტაბლაში“ ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებისა და ლოგისტიკური ჯაჭვის ოპტიმიზაციის გარანტიად მიიჩნევენ.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც Amazon-ის გლობალურ პლატფორმაზე, ისე ბრენდის ოფიციალურ საერთაშორისო ვებგვერდზე.

2026-ის გეგმებზე და 2025-ის შედეგებზე კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ნინი ტყემალაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

„2025 სტრატეგიულად გარდამტეხი იყო კომპანიისთვის, ჩვენს მთავარ მიღწევად საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გამყარება მიიჩნევა. ბრიტანეთში დავასრულეთ სამუშაოები და გავხსენით სასაწყობო ცენტრი, დავარეგისტრირეთ სავაჭრო ნიშანი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ „ბლუტაბლა“ წარმოდგენილი იყოს და უკვე არის, საერთაშორისო ვებსაიტზე. Amazon და Amazon Prime-ის საშუალებით მეორე დღეს ვაწვდით შეკვეთას მომხმარებელს, ეს კი ქართულ დიზაინს ძალიან კონკურენტულს ხდის მსოფლიო ბაზარზე.

კომპანია მზარდია როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, დაახლოებით 30%-იანი ზრდა გვაქვს. ამ დროისთვის 120 ადამიანი გვყავს სრული განაკვეთით დასაქმებული და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი გზისა, რასაც ქართული იდენტობის პოპულარიზება ჰქვია.“ - ამბობს ტყემალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები