მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის დედოფალი პრინც ჰარისა და მეგან მარკლის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს

5e1cadb05a85f
BM.GE
13.01.20 21:47
2372
დიდი ბრიტანეთის დედოფალი პრინც ჰარისა და მისი მეუღლის მეგან მარკლის გადაწყვეტილებას - ნაწილობრივ ჩამოშორდნენ სამეფო ოჯახის ცხოვრებას, მხარს უჭერს. როგორც BBC-ი წერს, დედოფალმა განაცხადა, რომ იგი მათ სურვილს სრულად უჭერს მხარს, თუმცა, ისურვებდა, რომ წყვილი სრულად ყოფილიყო ჩართული სამეფო ოჯახის საქმიანობაში.

„მე და ჩემი ოჯახი სრულად ვუჭერთ მხარს ჰარისა და მეგანის სურვილს შეიქმნან ახალი ცხოვრება, როგორც ახალგაზრდა ოჯახმა“, - განაცხადა დედოფალმა.

გავრცელებული ცნობით, მონარქი საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო დღეებში გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახისგან დისტანცირების შესახებ გასულ კვირას განაცხადეს. მათი თქმით, ისინი დროის ნახევარს ბრიტანეთში, ნახევარს კი ჩრდილოეთ ამერიკაში გაატარებენ და ფინანსური დამოუკიდებლობისთვის იმუშავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები