დიდი ბრიტანეთის დედოფალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლე იტყობინება. სასახლის ცნობით, მონარქს მსუბუქი სიმპტომები აქვს, მიუხედავად ამისა, ის მომდევნო კვირაში მცირე სამუშაო ვალდებულებებს მაინც შეასრულებს.
„ის გააგრძელებს სამედიცინო ყურადღების ქვეშ ყოფნას და მიჰყვება ყველა არსებულ გაიდლაინს“, - წერს ბუკინგემის სასახლე.
დედოფალი ელისაბედი 95 წლისაა. მას კონტაქტი ჰქონდა თავის შვილთან, უელსის პრინცთან, რომელსაც კორონავირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა. ცნობისთვის, დედოფალს პირველი კოვიდაცრა 2021 წლის 9 იანვარს გაუკეთეს.