მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის ელჩი: პარტიებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რათა გამოირიცხოს ძალის გამოყენება

5d0d0211eec1f
BM.GE
21.06.19 20:08
967
პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა, რათა გამოირიცხოს ძალის გამოყენება, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტმა თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „ტვიტერში“ დაწერა.

როგორც ელჩი აღნიშნავს, ახლა გაერთიანების დროა.

„მოვუწოდებთ ყველას თავშეკავებისკენ და კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების დაცვისკენ. პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა, რათა გამოირიცხოს ძალის გამოყენება. მოვუწოდებთ ყველა ლიდერს ეს რაც შეიძლება სწრაფად და მკაფიოდ გააჟღეროს",- წერს ელჩი.

ipn.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები