მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის მასშტაბით ავიარეისების განხორციელება შეფერხებულია

ბრიტანეთი აეროპორტი

დიდ ბრიტანეთში საჰაერო საკონტროლო სისტემების ტექნიკური ხარვეზის გამო, მთელ ქვეყანაში ავიარეისები შეფერხდა. როგორც BBC წერს, შეფერხების შედეგად ათასობით მგზავრი დაზარალდება. მათი ნაწილი აეროპორტებში რეისების განხორციელებას ელოდება. მათ შორისაა ჰითროუს, გატვიკის და ლუტონის აეროპორტებიც. 

როგორც ავიაკომპანიები, ასევე აეროპორტების ადმინისტრაციები იტყობინებიან, „მნიშვნელოვანი შეფერხებები“ კიდევ გაგრძელდება, რისთვისაც ბოდიშს იხდიან და მგზავრებს მოუწოდებენ, აეროპორტებში გამგზავრებამდე შეამოწმონ თავიანთი ფრენის სტატუსი.

ავიაციის სფეროს მცოდნეები ვარაუდობენ, რომ მომხდარის გამო, შეფერხებები შესაძლოა, ბრიტანეთის აეროპორტებში რამდენიმე დღესაც გაგრძელდეს.