მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის მოქალაქეებს იანვრიდან EU-ს ქვეყნებში მოქმედი პასპორტით შესვლა აეკრძალებათ

5fd0ba4b49c12
ნათია თაქთაქიშვილი
09.12.20 20:30
1174
ბრიტანეთის მოქალაქეები 2021 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას ვეღარ შეძლებენ, მიზეზი ის ახალი რეგულაციებია, რომელსაც "ბრექსითი" ითვალისწინებს, კერძოდ, მოსახლეობას პასპორტების განახლება მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას Manchester Evening News-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ბრიტანეთის მოსახლეობას ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა არსებული პასპორტებით 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ, თუმცა პასპორტის ვალიდურობა მინიმუმ 6 თვეს უნდა შეადგენდეს.

"ბრექსითის" წესების ამოქმედებამდე, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებთან მიმოსვლა მოქმედი არსებული პასპორტებით ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეეძლოთ და ასევე მათი იქ ყოფნა დროში განსაზღვრული არ ყოფილა.

ბრიტანეთის მოქალაქეები ქვემოთ ჩამოთვლილ 34 ქვეყანაში ვერ შეძლებენ შესვლას, თუ პასპორტებს არ განაახლებენ:

1. ანდორა
2. ავსტრია
3. ბელგია
4. ბულგარეთი
5. ხორვატია
6. კვიპროსი
7. ჩეხეთი
8. დანია
9. ესტონეთი
10. ფინეთი
11. საფრანგეთი
12. გერმანია
13. საბერძნეთი
14. უნგრეთი
15. ისლანდია
16. იტალია
17. ლატვია
18. ლიხტენშტეინი
19. ლიეტუვა
20. ლუქსემბურგი
21. მალტა
22. მონაკო
23. ნიდერლანდები
24. ნორვეგია
25. პოლონეთი
26. პორტუგალია
27. რუმინეთი
28. სან მარინო
29. სლოვაკეთი
30. სლოვენია
31. ესპანეთი
32. შვედეთი
33. შვეიცარია
34. ვატიკანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები