მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის პოლიცია ბრისტოლის მუზეუმის მძარცველებს ეძებს - მოპარულია 600-მდე არტეფაქტი

Bristol Museum
BM. GE
11.12.25 22:21
288

გაერთიანებული სამეფოს პოლიცია ეძებს იმ ოთხი ეჭვმიტანილს, რომლებიც ბრისტოლის მუზეუმის ძარცვაში ფიგურირებენ. მოპარულია 600-მდე არტეფაქტი, რომელიც ბრიტანეთის ყოფილი იმპერიის ისტორიას უკავშირდება. ძარცვა ოთხშაბათს, დილის საათებში მოხდა. მოპარული ობიექტები, რომელთა უმეტესობაც ყოფილი კოლონიების ტერიტორიებიდან არის მოპოვებული, ფასდაუდებელია მათი კულტურული და ისტორიული ღირებულებიდან გამომდინარე. ამისდა მიუხედავად, ზუსტი რიცხვი, რომელიც ფინანსურ დანაკარგს აღწერს არ არის დასახელებული.

ძარცვის შემთხვევა ხაზს უსვამს კოლონიალური ეპოქის არტეფაქტების უსაფრთხოების საკითხს. ასევე წლებია მიმდინარეობს დებატი აღნიშნული ტიპის ნივთების კანონიერი მესაკუთრეობის შესახებ. არაერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ იმპერიალისტურ ეპოქაში ძალისმიერი გზით მოპოვებული ისტორიული ნივთები თავიანთი წარმოშობის ადგილას უნდა იყოს გამოფენილი.

გამოძიება ასევე ცდილობს დაადგინოს, იყო თუ არა ჩართული რომელიმე კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც არტეფაქტების შავ ბაზარზე მაღალ ფასად გაყიდვით არის დაინტერესებული, თუ ეს პოლიტიკური აქტივიზმით მოტივირებული შემთხვევა იყო.

მუზეუმში აცხადებენ, რომ საგამომძიებლო უწყებებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და უსაფრთხოების პროტოკოლის შეცვლაზე აქტიურად მუშაობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები