"დიდი ბრიტანეთს კანონები ვესტმინსტერში დაიწერება და არა ბრიუსელში, ჩვენი მოსამართლეები ისხდებიან არა ლუქსემბურგში, არამედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე",- განცხადება ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ გააკეთა.
„ხალხმა რეფერენდუმზე განაცხადა, რომ მათ სურდათ, მსგავსი ცვლილებები და კონსერვატორთა ხელისუფლება აპირებს, აასრულოს ეს მოთხოვნა“,- აღნიშნა BREXIT რეფერენდუმზე საუბრისას ტერეზა მეიმ.
რაც შეეხება ევროკავშირთან დაგეგმილ მოლაპარაკებებს, რომელიც ბრიტანეთისა და ბლოკის სავაჭრო ურთიერთობებს ეხება, ბრიტარენთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მას სურს, ბრიტანულმა კომპანიებმა ივაჭრონ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე.
მისივე შეფასებით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ როდის შედგება შეთანხმება ევროკავშირთან.

























