მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის საელჩო ბოდიშისკენ მოწოდებაზე: "BBC დამოუკიდებელია, ეს მათი გადასაწყვეტია"

ბრიტანეთის საელჩო
09.12.25 23:56
2171

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოში "რადიო თავისუფლებასთან" უპასუხეს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერის, ირაკლი კობახიძის მოწოდებას BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამო ბოდიშის მოხდაზე და აღნიშნეს, რომ BBC დამოუკიდებელია და ეს მათი გადასაწყვეტია.

„BBC დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან როგორც საოპერაციო, ასევე სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით და ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“, - განუცხადეს "რადიო თავისუფლებას" საელჩოში.

1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში აქციების დაშლისას დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში შერეული იყო ტოქსიკური ნაერთი ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტე“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა. თუმცა, სუს-მა 6 დეკემბერს გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლის თანახმადაც BBC-ის გამოძიების მიერ დასახელებული ნივთიერება - ბრომობენზილ ციანიდი არ იყო გამოყენებული აქციების დაშლის პროცესში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები