მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის საელჩომ სასამართლო რეფორმის პროგრამაში მონაწილეობა შეაჩერა

5cfb6a6a24f2b
თათია ჩაფიჩაძე
08.06.19 13:00
2104
ბრიტანეთის საელჩომ სასამართლო რეფორმის პროგრამაში მონაწილეობა შეაჩერა. ეს ინფორმაცია „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას ევროკავშირ-საქართელოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ გაავრცელა.

„გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ სასამართლო რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო ბრიტანეთი, როგორც ვიცი, ეს პროგრამა დროებით შეაჩერა. ის,რომ ბრიტანეთის ელჩი არ გამოდის და არ ლაპარაკობს, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დალაგებული გვაქვს.

28 წლის წინ ვროპის დიდმა ოჯახმა თქვა, რომ საქართველო ღირსია დამოუკიდებლობის და დავეხმაროთ, მაგრამ ხომ არ შეიძლება 28 წელი მუდმივ რეჟიმში იძახდნენ, რომ თქვენსავე ხმას ნუ გაიყალბებთ არჩევნებზე და ყუთში ჩააგდეთ ის ხმა, რომელიც მომავალისთის საინტერესოა. ასევე გეუბნებიან, რომ ეკონომიკური განზომილება ითხოვს, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა გავაკეთოთ ეს. ამიტომ ჩვენშია პრობლემა და არა უცხოელებში. ეტიკეტის დარღვევაში კი არ უნდა დავადანაშაულოთ ვინმე, არამედ უნდა მივიღოთ ეს სიგნალი.

სამი მიმარულება უნდა გამოვყოთ ტოტალური რეფორმების ჩასატარებლად. ერთი -ეს არის საარჩევნო სისტემა, სასამართლო და საგადასახადო სისტემა“- აღნიშნა ზვიად ჭუმბურიძემ.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით bm.ge საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ საუბარი ეხებოდა საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული და საგადასახადო პალატის დაარსებას, რომლის ერთი ფაზის დაფინანსება მიმდინარე წლის მარტში დასრულდა. საელჩოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე პროგრამის სხვა ფაზების დაფინანსება აღარ გაგრძელდება.

„საერთო სასამართლო სისტემაში არის პროექტი კომერციული და საგადასახადო პალატის დაარსება, ეს იყო ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი, რომელიც „კარგი მმართველობის“ ფონდით ფინანსდებოდა.

2019 წლის მარტში ის დასრულდა და "კარგი მმართველობის" ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერა აღარ გაეგრძელებინა, თუმცა თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ ამ მიმართუებით გაგრძელოს მუშაობა, მზად ვართ ტექნიკური მხარდაჭერა ისევ გავგრძელოთ“ - განმარტეს ბრიტანეთის საელჩოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები