მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ ქვეყნებს ასახელებს სადაც მოგზაურობა ყველაზე უსაფრთხო, ან საშიშია

5799b27036b29
მარიამ ადამია
28.07.16 11:20
3888
მიმდინარე წლის ზაფხულში, მთავარი კითხვა, თუ სად შეიძლება წავიდეთ დასასვენებლად, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, თუმცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, იმ ქვეყნების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა შედარებით უსაფრთხოა ან პირიქით, მაღალი რისკის შემცველია.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, საზღვარგარეთ მოგზაურობა არასდროს ყოფილა ისეთი რისკის შემცველი, როგორიც წელს არის და ტერორიზმის მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებს შორის სახელდება: დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ესპანეთი.

ესპანეთმა ტერაქტის შესახებ გაფრთხილებები გაავრცელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ტერორისტული აქტივობა მაღალია. როგორც ქვეყნის ოფიციალურ განცხადებაშია ნაათქვამი, ესპანეთის მთავრობა ყველა ზომას იღებს სტუმრების დასაცავად, მაგრამ აუცილებელია ადგილობრივი მთავრობის ინსტრუქციები ზედმიწევნით იყოს გათვალისწინებული.

რაც შეეხება, იმ ტურისტებს, რომლებიც საფრანგეთში იმყოფებიან, ბრიტანული უწყება ურჩევს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და სამართალდამცველი ორგანოების ინსტრუქციები გაითვალისწინონ.

ტერორიზმის საერთო საფრთხის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდნენ: ავსტრია, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კვიპროსი, დანია, იტალია, ყაზახეთი, მაკედონია, ნიდერლანდები, შვედეთი, უკრაინა და საბერძნეთი.

„მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი ბევრისთვის იდეალური დასასვენებელი ადგილია, ამჟამად ის ტურისტებისთვის საკმაოდ მაღალი რისკის შემცველი ქვეყანაა, რადგან მაღალია ტერაქტების განხორციელების ალბათობა“, - ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

რაც შეეხება საქართველოს, უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო დაბალი ტერორისტული აქტივობის რისკჯგუფში მოხვდა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ვიზიტს ბრიტანული უწყება ბოლომდე უსაფრთხოს არ უწოდებს. საქართველოს გარდა, დაბალი ტერორისტული აქტივობების რისკჯგუფში მოხვდნენ ალბანეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, ხორვატია, ფინეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, მონაკო, მონტენეგრო, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთი.

ტერორიზმის მხრივ, სამოგზაუროდ, ყველაზე უსაფრთხო ადგილებად კი ჩეხეთი, ისლანდია და ლატვია სახელდება. აგრეთვე დაბალია ტერაქტების რისკი ესტონეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები