Moody’s-მა ბრიტანეთის საკრედიტო რეიტინგი ნეგატიურით შეცვალა. სააგენტოს პროგნოზით, წინ "გაურკვევლობის ხანგრძლივი პერიოდია მოსალოდნელი“.
სააგენტოს ანგარიშში წერია, რომ რეფერენდუმის შედეგები ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს საშუალოვადიან პერიოდში თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ის სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეიცვალა.
სააგენტოს ინფორმაციითვე, ბრიტანეთის რეიტინგის შედგენისას სააგენტო მნიშვნელობას ანიჭებს სამთავრობო საპროცენტო განაკვეთებს, - "დაბალი რეიტინგი, როგორც წესი ნიშნავს სესხის მაღალ ხარჯს და ამას იგრძნობს არამხოლოდ ხელისუფლება, არამედ ბიზნესმენები და მოსახლეობაც“, - განაცხადა სააგენტოს ანალიტიკოსმა BBC-სთან საუბრისას.

























